ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა, სადაც იბერიას მეტოქე გაირკვა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ესტონური ფლორა იქნება, რომელიც გასულ წელს ესტონეთის ჩემპიონი გახდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 7-8 ივლისს არის ჩანიშნული, განმეორებითი შეხვედრები კი 14-15 ივლისს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იბერიამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გუგა ნერგაძე გაათავისუფლა.












