ავსტრიაში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმმა ჟირონა მიიღო და მეორე ტაიმის დებიუტში, 59-ე წუთზე ბირეთის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 33 ზუსტი პასი, 4 მოგებული ორთაბრძოლა და ერთი დარტყმა — ასეთია ოთარ კიტეიშვილის სტატისტიკა დღევანდელ მატჩში.
უხვგოლიანი შეხვედრა გამოდგა ბელგრადში, სადაც ცრვენა ზვეზდამ შტუტგარტი მიიღო და მეტოქე მოულოდნელად, 5-1 გაანადგურა.
მასპინძლების მხრიდან დუბლი რადონჯიჩმა გაიფორმა, ხოლო თითო გოლი სილასის კრუნიჩის და ივანიჩის ანგარიშზეა. სტუმრებიდან კი პრესტიჟის გოლის გატანა დემიროვიჩმა შეძლო.








