დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის სამშაბათის მატჩები. გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა ნაპოლის, მისმა ვილიარეალმა კი ანგარიშით 3:1 მოიგო. ცენტრალურ დუელად შერაცხულ ატლეტიკო მადრიდისა და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრაში მოგება მასპინძლებს დარჩათ. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მაიკლ კერიკისთვის ეს უკანასკნელი თამაში იყო.
გამოსარჩევია ბარსელონას მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება - ამჯერად სტამბოლში, გალათასარაისთან, ანგარიშით 4:1. საღამოს არ ჩაუვლია სენსაციების გარეშე: ბაიერნმა სტუმრად ვერ შეძლო ვიკინგთან მოგება, ინტერმა კი შინ ბრიუგესთან საერთოდაც წააგო.
| ატლეტიკო 2:0 მანჩესტერ იუნაიტედი |
| გალათასარაი 1:4 ბარსელონა |
| ვილიარეალი 3:1 ნაპოლი |
| არსენალი 3:0 ლილი |
| ინტერი 3:4 ბრიუგე |
| ვიკინგი 3:3 ბაიერნი |
| ლაიპციგი 1:0 პსვ |
| ლანსი 0:2 სპორტინგი |
| საბაჰი 2:0 სლავია |











