დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტური, რომელშიც რამდენიმე საინტერესო შედეგი დაფიქსირდა. პირველ რიგში გამოსარჩევია ლივერპულის ზედიზედ მე-6 მოგება და 18 ქულა. "წითლებმა" ამჯერად ჟირონა დაამარცხეს. გვიანდელ მატჩებში შედგა კარლო ანჩელოტისა და ჯან პიერო გასპერინის მორიგი დაპირისპირება, რომელშიც მოგებული მადრიდის რეალის დამრიგებელი გამოვიდა.
"სამეფო კლუბმა" ბერგამოს ატალანტა დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ასევე გამოსარჩევია მილანის ინტერის პირველი წაგება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში. "ნერაძური" სტუმრად დამარცხდა ლევერკუზენის ბაიერთან, 90-ე წუთზე გაშვებული ბურთით.
ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი:
ატალანტა 2:3 რეალი
ლევერკუზენი 1:0 ინტერი
ჟირონა 0:1 ლივერპული
შახტარი 1:5 ბაიერნი
ზალცბურგი 2:3 პსჟ
ლაიფციგი 2:3 ასტონ ვილა
ბრესტი 1:0 პსვ
ბრიუგე 2:1 სპორტინგი
დინამო ზაგრები 0:0 სელტიკი