საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, თურქეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით, საოცარი შეგრძნება იყო, ამაყი ვიყავი ჩემი ნაკრებით და ჩემი ქვეყნით. ეს კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო.
როცა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყეთ, ვთქვით, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ის ზეიმი და კარგი მომენტები, რომლებიც გვქონდა და უნდა მოვემზადოთ ახალი ისტორიის დასაწერად. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში დაიმსახურა.
ჩვენს გულშემატკივრებს ფეხბურთის ენერგია აქვთ, რაც გიჟური ენერგიაა. ერთმა გულშემატკივარმა საერთოდ აქამდე სკუტერით 4 ათასი კილომეტრი გაიარა, რათა ჩვენთან ყოფილიყო. მათი ეს ენერგია ჩვენთვის დიდი მუხტია.
ჩემმა ბევრმა მეგობარმა თანხა დაზოგა, რათა ფრენის ბილეთები ეყიდათ და საქართველოს ნაკრების თამაშებს დასწრებოდნენ. ასე უყვართ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი. ჩვენ, ფეხბურთელები და გულშემატკივრები, ერთად ვეცდებით, რომ სათანადოდ წარმოვაჩინოთ თავი ევროპის ჩემპიონატზე", - განაცხადა კაშიამ.