მეცის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, სირილ პუჟემ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, ლიგა 1-ის უკანასკნელ ორ შეხვედრაში მან ორი დუბლი შეასრულა, რითაც სწორედ ფრანგი ექსფორვარდის მიღწევა გაიმეორა. ეს მოხდა 1995 წელს, 29 წლის შემდეგ კი ლოთარინგიელებს ახალი გოლეადორი ჰყავთ.
"მეცში გოლის გამტანი ფეხბურთელები დიდი ხნით არ რჩებიან და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ჩემი მიღწევა ხელუხლებელი იყო 29 წლის განმავლობაში და ცოტა ხნის წინ, იგივე მიქაუტაძემ გაიმეორა. გაკვირვებული ვარ მისი თამაშით და ძალიან მსიამოვნებს, რომ ლოთარინგიელებს ასეთი დონის ფორვარდი ჰყავთ.
ჟორჟი "ლეს გრენატსის" ნამდვილი ლიდერია და ის ფაქტი, რომ მათ აქვთ ლიგა 1-ში დარჩენის შესაძლებლობა, სწორედ მისი დამსახურებაა", - განაცხადა "ბროწეულისფრების" ექსფორვარდმა.
შეგახსენებთ, ქართველ შემტევს საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე 9 ბურთი დაუგროვდა. სეზონის პირველი ნახევარი მან ამსტერდამის აიაქსში გაატარა, ზამთარში კი სენ-სიმფორიენზე დაბრუნდა.