მილანის გარემარბმა, რაფაელ ლეაომ თავისი საყვარელი ფეხბურთელებისა და მუსიკოსების შესახებ ისაუბრა. მისი კუმირი სპორტში არის კრიშტიანუ რონალდუ, ბავშვობაში კი მისი ფავორიტი რონალდინიო გაუჩო იყო. რაც შეეხება მუსიკას, პორტუგალიელი ვინგერის საყვარელი შემსრულებელი ბობ მარლი არის.
"საყვარელი ფეხბურთელი? - ჩემი ფავორიტი რონალდუ არის. ბავშვობაში კი ჩემი კუმირი რონალდინიო იყო. სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა. რაც შეეხება ჩემს საყვარელ მუსიკოსს, ასე გამოკვეთილად ვერავის დავასახელებ, მაგრამ ბობ მარლი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი შემსრულებელია", - განაცხადა "როსონერის" ვინგერმა.
შეგახსენებთ, რომ "შავ-წითლების" ათიანი იტალიაში 2019 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან 196 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 52 ბურთი გაიტანა. 24 წლის ვინგერის სახელს სამომავლოდ ბარსელონასა და პარის სენ-ჟერმენთან აკავშირებენ, მაგრამ თავად მოთამაშის მტკიცებით, ის ლომბარდიაში დარჩენას გეგმავს.