მიმდინარე სეზონში მანჩესტერ იუნაიტედი ცუდ ფორმაშია და 26 ტურის შემდეგ, 30 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.
ამ გუნდის დირექტორმა ომარ ბერადამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და ერთ დღეში გუნდიდან 200-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა.
"ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ მანჩესტერ იუნაიტედი წარმატებული გუნდი იყოს. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, გუნდი სრულიად გარდაიქმნება.
ჩვენი თანამშრომლების გათავისუფლება ძალიან რთული იყო, თუმცა ეს აუცილებელია კლუბის სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად.
ზედიზედ 5 წელია ფულს ვკარგავთ.. ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენი, როგორც კლუბის ორი მთავარი პრიორიტეტია მოედანზე გულშემატკივრებისთვის თამაში და და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ზემოთნახსენები პროცესის და შემცირების შემდეგ, ფინანსები უფრო გაიზრდება და გეგმების შესრულება გამარტივდება", - განაცხადა იუნაიტედის დირექტორმა.