აზერბაიჯანში გამართული თავისუფალი ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირი სკანდალით დასრულდა - 74 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, მასპინძელმა ბაირამოვმა იტალიელი ჩამიზო მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებით დაამარცხა და პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
აღნიშნულ ორთაბრძოლას არაერთი გამოხმაურება და მსაჯების კრიტიკა მოჰყვა. იტალიის ჭიდაობის ფედერაციამ ბრძოლა გაასაჩივრა და პასუხის მოლოდინშია. თავად იტალიელმა სპორტსმენმა, ფრანკ ჩამიზომ განაცხადა, რომ ფინალის წასაგებად ქრთამი შესთავაზეს.
"ვიცოდი, რომ აზერბაიჯანში ჩემს შესაძლებლობებზე სამჯერ მეტი უნდა გამომევლინა, რადგან მათ ყველა მოსყიდული ჰყავდათ - ისინი ჩემთანაც მოვიდნენ და ფინალის წაგების სანაცვლოდ 300 ათასი დოლარი შემომთავაზეს. მე რა თქმა უნდა უარი განვაცხადე, რადგან ჩემს უკან იტალია დგას."
"ვნანობ თუ არა ჩემს სიტყვებს? არა რა თქმა უნდა. მე კუბაზე დავიბადე და არაფრის არ მეშინია. ახლა კი თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და შემიძლია ის ვთქვა, რასაც ვფიქრობ და ვერავინ შემაჩერებს" - განაცხადა იტალიელმა მოჭიდავემ.
ლივერპულის ყოფილმა თავდამსხმელმა, სტენ კოლიმორმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, სათამაშო პრაქტიკის გარეშე, ქართველი გოლკიპერი სამუდამოდ დარჩება სარეზერვო ვარიანტად, როგორც მერსისაიდელთათვის, ისე სხვა კლუბებისთვისაც. "თავდამსხმელები და მეკარეები…
პსჟ-ს მრჩეველმა ლუიშ კამპოშმა პარიზული კლუბის სატრანსფერო გეგმები განიხილა და განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა. "სატრანსფერო ფანაჯრა ჯერ არ დახურულა. თუ იქნება ოპტიმალური ვარიანტი და ისეთი ფეხბურთელი, ვინც ჩვენს გეგმებში იქნება, აუცილებლად დავიმატებთ. რაც შეეხებ…
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაა დარჩენილი, მარკუს რაშფორდის, ფერან ტორესისა და რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ კი ბარსელონა ფორვარდის გარეშეა. ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში ნომინალური ფორვარდის პოზიციაზე რაფინია იდგა, დეკუ და ფლიკი კი სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.…
შეთანხმება შედგა, ფილიპ კანსარი კარიერას იბერია 1999-ში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, საქართველოს ჩემპიონი 25 წლის ხორვატ მცველს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. ფილიპ კანსარი წარმოშობით ხორვატია, თუმცა ავსტრალიაშია დაბადებული და კარიერის დიდი ნაწილი…
გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ფეხბურთელი გახდა. კლუბმა ის პირველივე ტურში განაცხადში შეიყვანა და ბილბაოსთან სათადარიგოთა სკამზე იყო. ესპანური გამოცემა Marca ქართველი ნახევარმცველის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. პირველი დღეები სევილიაში: "ჩემმა თანაგუნდელებმა და მთელმა გუნდმა ყველაფერი…
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს - უკრაინას. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რ…
ოფიციალურად: ფაბინიო ტრაბზონსპორის ფეხბურთელია. თურქულმა კლუბმა გამოცდილი ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ დაადასტურა. ტრაბზონსპორმა 32 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. შეგახსენებთ, ფაბინიოს ბოლო კლუბი ალ იტიჰადი იყო, სადაც 3 წელი ითამა…