მილანის ინტერის ცენტრალურმა ნახევარცმველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მას საუდის არაბეთიდან სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო "ნერაძურის" უფროსობას, თავად თურქ გამთამაშებელს კი კლუბში დარჩენა სურდა.
"მქონდა წინადადება საუდის არაბეთიდან, თუმცა უარი ვთქვი, რადგან ინტერი მიყვარს. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო ხელმძღვანელობას, მე მილანურ კლუბში დარჩენა მინდოდა. ეს არის დიდი ოჯახი, რომელმაც დახმარების ხელი გამომიწოდა. აქ მოხდა ჩემი გარდაქმნა, როგორც ადამიანის და მოთამაშის.
"ნერაძურის" გულშემატკივრებმა მომიძღვნეს სიმღერა, რამაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა. ეს გუნდი ყველასგან გამორჩეულია, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ", - განაცხადა "შავ-ლურჯების" გამთამაშებელმა, რომელმაც კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდე გაახანგრძლივა.
აქვე შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფლეიმეიქერი სიმონე ინძაგის გუნდში მილანიდან გადმოვიდა.