უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათ-კვირას მისმა გუნდმა იმარჯვა ვესტ ბრომვიჩთან, ქართველი გამთამაშებელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ინგლისელმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მისი შეგირდის შეჩერება ჯარიმის გარეშე უკვე შეუძლებელია.
"ჩაკვეტაძე ვესტ ბრომვიჩთან შეხვედრაში ძალიან პროდუქტიული იყო. მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მას მხოლოდ წესების დარღვევით აჩერებდნენ. გიორგის მუდმივად იჭერდნენ მაისურზე, რაც ჩვენთვის ცუდი სანახავი იყო", - განაცხადა "ყვითლების" დამრიგებელმა.
ჰერთფორდშირელების შემტევმა ნახევარმცველმა ალბიონის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში განახორციელა ექვსი წარმატებული დრიბლინგი, მოიგო 12 ორთაბრძოლა და 49-დან 43 ზუსტი პასი გააკეთა.