კომენტატორმა ჯასტინ ბიტიმ უოტფორდის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე არის. შეგახსენებთ, რომ ქართველი გამთამაშებლით ინტერესდება ვულვზი, მის სატრანსფერო ღირებულება კი ინგლისელი კომენტატორის თქმით 10-დან 20 მილიონამდე მერყეობს.
"ჩემი აზრით, უოტფორდის საუკეთესო ფეხბურთელები ამ დროისთვის ჩაკვეტაძე და ბა არიან. სატრანსფერო ღირებულებას რაც შეეხება, კლუბს ერთ-ერთი მათგანის გაყიდვით 10-20 მილიონის გამომუშავება შეუძლია. როგორც ვიცით, გიორგის მიმართ ინტერესს ვულვზი იჩენს", - განაცხადა ბიტიმ.
საინტერესოა ის, რომ Transfermarkt-ი ქართველ შემტევ ნახევარმცველს სულ რაღაც 2.5 მილიონ ევროდ აფასებს. მისი რეკორდული ფასი კი იყო ცხრა მილიონი, 2018 წლის დეკემბერში.