უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. დამრიგებელმა თავისი შეგირდი შეადარა ჯეკ გრილიშს, რომელთანაც ყოფილი ინგლისელი შუახაზელი ბირმინგემის ასტონ ვილაში თამაშობდა. აქვე დავამატებთ, რომ მოახლოებულ უიკენდზე "ყვითლები" პლიმუთს ეთამაშებიან.
"ფეხბურთელის ზედმეტი ქება არ არის საჭირო, თუმცა ვფიქრობ, ჩაკვეტაძეს აქვს პროფესიონალიზმის საკმარისი დონე იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს. ბურთის ფლობის კომპონენტში, გიორგი მაგონებს ახალგაზრდა გრილიშს, რომელთანაც ასტონ ვილაში ვთამაშობდი. მას ამ მხრივ ჩემპიონშიპში ბადალი არ ჰყავს.
იმ შემთხვევაში, თუ ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოუმატებს გოლების გატანას, ის პრაქტიკულად შეუჩერებელი გახდება", - განაცხადა ჰართფორდშირელთა დამრიგებელმა.