Sofascore.com-ის ოფიციალური გვერდი, ბუნდესლიგა 2-ის მეხუთე ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს. საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კარლსრუეს 30 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე.
ბუდუმ შალკეს წინააღმდეგ საოცარი მატჩი ჩაატარა და დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 2:0 დაამარცხა.
იხილეთ სიმბოლური გუნდის საუკეთესო თერთმეტეული:
Sofascore.com-ის გარდა, ბუდუ კიდევ ერთი გამოცემის მიხედვით მოხვდა სიმბოლურ გუნდში. Kicker-ის ოფიციალური გვერდი, ბუნდესლიგა 2-ის ბოლო ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს, სადაც ქართველი ფორვარდიც არის.