პრემიერ ლიგის მე-2 ტურის მორიგი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებლებმა მანჩესტერ იუნაიტედისა და იფსვიჩის დაპირისპირება იხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ იფსვიჩმა პირველ ტაიმში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, საბოლოო ჯამში მაიკლ კერიკის გუნდმა მეტოქეს მაინც მარტივად მოუგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
მატჩს MVP ბრუნო ფერნანდეში გახდა, რომელმაც 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მანჩესტერ იუნაიტედი 5-2 იფსვიჩი
გოლები: 0-1 ლიფ დეივისი 29', 1-1 ბრუნო ფერნანდეში 40', ჯეიკობ გრივზი (ს.კ.) 56', 3-1 ბრუნო ფერნანდეში (პენ.) 61', 4-1 ბრუნო ფერნანდეში 68', 5-1 ბრაიან მბიუმო 82', 5-2 ჩუბა აკპომი 90+1'.
მატჩის მიმოხილვა













