ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და იუვენტუსის ცენტრალური მცველის, გლეისონ ბრემერის ტრავმის სიმძიმე და ლაზარეთში ყოფნის პერიოდი ოფიციალურად გახდა ცნობილი. ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრავმის გამო, მინიმუმ 7-8 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთლმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, ლაიფციგის წინააღმდეგ მიიღო, როდესაც მარცხენა ფეხზე ჯვარედინი იოგები და მენისკი გაიწყვიტა.
ბრემერს მუხლზე ოპერაცია უახლოეს საათებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს. ბრაზილიელი 2024/25 სეზონში ვეღარ ითამაშებს.