მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ოქროს ბურთის მოგების 2 ფავორიტი დაასახელა. რა თქმა უნდა, ორივე ფეხბურთელი თავისი გუნდიდანაა.
"ამ სეზონში ოქროს ბურთისთვის ბრძოლა 2 ფეხბურთელს შორის იქნება - ვინისიუსსა და ჯუდ ბელინგემს შორის რომელიც უკეთესი იქნება, ის მოიგებს ოქროს ბურთსაც.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე. ამიტომ დაველოდოთ ამ ტურნირებს. შანსი ორივე ფეხბურთელს აქვს", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალი დორტმუნდს დაუპირისპირდება.