ცოტა ხნის წინ მსოფლო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს ბრაზილია და მაროკო დაუპირისპირდნენ. მეტლაიფ სთედიუმზე ანგარიში ისმაელ საიბარიმ გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა, თუმცა "სელესაო" დიდხანს არ აგებდა - ვინისიუს ჟუნიორმა მალევე, უძლიერესი დარტყმით, შესანიშნავი გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.
ბრაზილიასა და მაროკოს ამ მომენტისთვის თითო-თითო ქულა აქვთ. C ჯგუფის მეორე თამაში დღეს, 05:00 საათზე, ჰაიტისა და შოტლანდიას შორის შედგება. ბრაზილია მე-2 ტურში ჰაიტის დაუპირისპირდება, მაროკო კი - შოტლანდიას. ჰაიტი-შოტლანდიის გარდა, დღეს კიდევ ორ მატჩს იხილავთ: ავსტრალია-თურქეთსა (08:00) და გერმანია-კურასაოს (21:00).
ბრაზილია 1:1 მაროკო
გოლები:0-1 ისმაელ საიბარი 21', 1-1, ვინისიუს ჟუნიორი 32'.











