ბრაჰიმ დიასი: "გატანილი გოლი ბელინგემს მივუძღვენი"

"თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. გატანილი გოლი ბელინგემის სტილში აღვნიშნე, რადგან ძალიან სურდა თამაში და სწორედ მას მივუძღვენი გოლი. რეალში ძალიან ბედნიერი ვარ."
"მინდა მილანსაც მადლობა გადავუხადო, სადაც ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგი. იტალიაში ბედნიერი ვიყავი, დღემდე ვგლულშემატკივრობ როსონერის და მომავალშიც ასე იქნება - ტეოს ხშირად ვესაუბრები" - განაცხადა ბრაჰიმ დიასმა.
რეალმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლაიპციგი გასვლაზე 1:0 დაამარცხა და მცირე უპირატესობა მოიპოვა. განმეორებითი შეხვედრა მადრიდში, 6 მარტს, გაიმართება.







