პრემიერ ლიგის პირველი ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი სენტ ჯეიმს პარკზე გაიმართა, სადაც ნიუკასლმა ლივერპულს უმასპინძლა.
90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და მაყურებლებს საკმაოდ სანახაობრივი დაპირისპირება შესთავაზეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიუკასლი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება ბოლო წუთებზე მაინც მოახერხეს და საბოლოო ჯამში გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ნიუკასლი 2-2 ლივერპული
გოლები: 1-0 ენტონი ელანგა 5', 1-1 კოდი გაკპო 55', 2-1 ჯო ვილოკი 57', 2-2 დომინიკ სობოსლაი (პენ.) 90+9'.











