პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მორიგი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა, სადაც მაყურებლებმა კრიზისში მყოფი გუნდების დაპირისპირება იხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი 90 წუთისთვის 1-0 იგებდა და ტოტენჰემი მოედანზე 10 კაცით იყო დარჩენილი, "წითელმა ეშმაკებმა" გამარჯვება მაინც ვერ შეძლეს და გუნდებმა საბოლოო ჯამში ქულები გაიყვეს.
მანჩესტერ იუნაიტედი 1-1 ტოტენჰემი
გოლი: ბრაიან მბიუმო 73', დომინიკ სოლანკე 90+2'.











