სერია ა-ს 29-ე ტურის ფარგლებში, ტურინის იუვენტუსმა საკუთარ კედლებში მიიღო ჯენოა, რომელთანაც უგოლო ფრე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა კარის მიმართულებით17-ჯერ დაარტყეს, მაგრამ უშუალოდ კარში მხოლოდ ორი დარტყმა წავიდა, ისიც უშედეგოდ. როგორც ვხედავთ, "ბებერმა ქალბატონმა" ქულები კვლავ დაკარგა.
27 იანვრის შემდეგ, "ბიანკონერიმ" რვა შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვება მხოლოდ ერთ მატჩში მოიპოვა. მართალია, სერია ა-ში 59 ქულის მოგროვებით, "შავ-თეთრები" მილანს გაუთანაბრდნენ, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის მეორეადგილოსანს თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. ვერონასთან დაგეგმილი გასვლითი თამაში 18:00 საათზე დაიწყება.