მილანის ლეგენდარულმა შემტევმა ნახევარმცველმა, ზვონიმირ ბობანმა რაფაელ ლეაუ გააკრიტიკა. ვეტერანის აზრით, პოტენციალის რეალიზებაში პორტუგალიელ ვინგერს უშლის ორი რამ: პროფესიონალის მენტალიტეტის არქონა და სიზარმაცე. ყოფილმა ხორვატმა გამთამაშებელმა ისიც აღნიშნა, რომ "როსონერის" შემტევს ყველაფრის გამოსწორება შეუძლია.
"ლეაუ ფონსეკაზე შთაბეჭდილების მოხდენას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მას სჭირდება ახალი გარემო და ყოველდღიური მუშაობა. გვერდით მას უნდა ჰყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც პროგრესისკენ უბიძგებენ. რას ვხედავთ დღეს? რაფას არ აქვს პროფესიონალის მენტალიტეტი და მის თამაშში სიზარმაცეც შეინიშნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ, როდესაც პორტუგალიელი გარემარბი ფორმაშია, ის უბრალოდ შეუჩერებელია. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება და მომავალში სტაბილურად მაღალ დონეზე მოთამაშე მილანის ვინგერს ვიხილავთ", - განაცხადა ხორვატიის ეროვნული გუნდის ყოფილმა გამთამაშებელმა.