ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თანამედროვეობის ორი გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა.
"კარგია, რომ მესის და რონალდუს ეპოქის დასრულების შემდეგ, დღევანდელ ფეხბურთში არიან მოთამაშეები, რომლებსაც პოტენციურად მათი ჩანაცვლება შეუძლიათ.
დღეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია - ბელინგემი, რაფინია, მაგრამ იამალი და მბაპე საუკეთესოები არიან, მათ დონეზე არავინაა", - განაცხადა დე ლა ფუენტე,.
შეგახსენებთ, რომ მბაპეც და იამალიც 2026 წლის ოქროს ბურთისთვის იბრძვიან. ისინი 30 საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდნენ.












