კომფორტული უპირატესობა მასპინძელმა გუნდმა მხოლოდ 3 წუთით შეირგო — შეხვედრის შემოტრიალება ფედერიკო ვალვერდემ 39-ე წუთზე ულამაზესი შორეული გასროლით დაიწყო, ჯუდ ბელინგემმა კი 45-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ინგლისელი შარშანდელის მსგავს — ოქროს ბურთის დონის პერფორმანსს ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო ხშირად გვთავაზობს. მან ლა ლიგაში უკვე ზედიზედ მეოთხედ გაიტანა.
გუნდებმა თითო გოლი მატჩის მეორე ნახევარშიც გაცვალეს. თავი როდრიგო გოესმა და ისი პალასონმა გამოიჩინეს. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
ამ შედეგით მადრიდის რეალს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 37 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მეორე პოზიციაზე დარჩა. შეგახსენებთ, ოქტომბრის მიწურულს ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის გამო 2 ნოემბერს გასამართი შეხვედრა ვალენსია - რეალი გადაიდო. შესაბამისად, მე-18 ტურის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდს კონკურენტებთან მიმართებით თადარიგში ერთი შეხვედრა ექნება.








