უახლოეს დღეებში ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საინტერესო გარიგება შედგება — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ბერნარ არნო და რედ ბულის ორგანიზაცია, საფეხბურთო კლუბ
პარიზის წილის ყიდვას გეგმავენ. ლიგა 2-ში მყოფი გუნდი, ძალიან მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კლუბი გახდება.
ბერნარ არნო, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეხუთეა, კლუბის 55%-ს წილს შეიძენს, ხოლო რაც შეეხება რედ ბულს, ისინი პარიზის 15%-ს დაესაკუთრებიან. კლუბის ამჟამინდელი მფლობელი პიერე ფერაჩი, კლუბის 30%-ს შეინარჩუნებს. თუმცა ეს დროებითია, ფერაჩი 2027 წელს საკუთარ წილს ბოლომდე გაასხვისებს და არნოს ოჯახი, კლუბის 85%-იანი წილის მფლობელი გახდება.
რედ ბული არ იქნება პარიზის თანამფლობელი, კომპანია არნოს ოჯახის სპორტული პარტნიორი გახდება. არნოს ოჯახში ფიქრობენ, რომ რედ ბულის ორგანიზაციას დიდი საფეხბურთო გამოცდილება უამგრებს ზურგს და მათი დახმარებით, შესაძლებელია საკმაოდ კარგი პროექტი განხორციელდეს.
"ამ ორგანიზაციას ვენდობი, ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ფეხბურთში კომპეტენტურები. ჩვენ შორის პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა და ჩვენი მიზანი საფრანგეთში წარმატებული პროექტის განხორციელებაა. ეს კლუბი ჩემს ოჯახს ეკუთვნის, რედ ბული მხოლოდ კლუბის მცირე წილის მფლობელი გახდება. ისინი ჩვენი სპორტული პარტნიორები იქნებიან და დაგვეხმარებიან ბევრ ასპექტში", - ანტონი არნო (ბერნარ არნოს ვაჟი).
პარიზის დიდი წილის გასხვისება უახლოეს დღეებში ოფიციალურად მოხდება. არნოს ოჯახი უკვე რამდენიმე კვირაა რაც მოლაპარაკებებს მართავს საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციისთან, სადაც ფინანსური დეტალები განიხილება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, უახლოეს კვირებში, პარიზსში არა ერთი, არამედ ორი საკმაოდ ძვირადღირებული კლუბი იარსებებს.
პარიზი ამ მომენტისთვის ლიგა 2-ის ბინადარია. სტეფან ჟილის გუნდი 13 ტურის შემდეგ, 27 ქულით, პირველ პოზიციას იკავებს.