ტონი კროოსმა თავისი თანაგუნდელებისგან შემდგარი თერთმეტეული შეადგინა. საუბარია იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მასთან ერთად თამაშობდნენ გერმანიის ეროვნულ გუნდში, მადრიდის რეალში, მიუნხენის ბაიერნსა და ლევერკუზენის ბაიერში. ქომაგების გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 11-ეულში ადგილი კარიმ ბენზემასთვის არ მოიძებნა.
გერმანელმა ნახევარმცველის გუნდის კარს იცავს მანუელ ნოიერი, მცველთა სამეული ასეთია - სერხიო რამოსი, შტეფან რაინარცი და გონსალო კასტრო. ეს უკანასკნელები მასთან ერთად "ფარმაცევტებში" თამაშობდნენ. ნახევარმცველები: იოზუა კიმიხი, კარლოს კაზემირო, ლუკა მოდრიჩი და თავად "სამეფო კლუბის" შუახაზელი.
თავდამსხმელების სამეული კი კრიშტიანუ რონალდუთი, მიროსლავ კლოზეთი და ტომას მიულერით დაკომპლექტდა. შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ევრო 2024-ის შემდეგ, "ბლანკოსის" მე-8 ნომერი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. 11-ეული კი გამოიყურება ასე:
მეკარე: მანუელ ნოიერი
მცველები: სერხიო რამოსი, გონსალო კასტრო, შტეფან რაინარცი
ნახევარმცველები: იოზუა კიმიხი, კარლოს კაზემირო, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, ტომას მიულერი, მიროსლავ კლოზე