მადრიდის რეალის ახალწვეულმა კილიან მბაპემ ამ გუნდის მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა და სადებიუტო გოლიც გაიტანა.
მბაპემ რეალთან ერთად უეფას სუპერთასი მოიგო, როცა ატალანტა 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი სწორედ მბაპეს ანგარიშზეა.
გოლის ემოციები
"თავდამსხმელისთვის რთულია გიპასუხოთ, რომელი გოლია საუკეთესო, თუმცა დღევანდელი გოლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რეალთან ერთად ახალი თავგადასავლის დაწყება დღეიდან მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოვიდა. გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოვიგე და ეს ჩემთვის განსაკუთრებულია"
როგორ გაიტანე გოლი ასეთი რთული პოზიციიდან?
"თავდამსხმელის ყველაზე გამოსარჩევი თვისება ისაა, რომ მეტოქის საჯარიმოში სულ უნდა იმოძრაო, რათა მცველები ვერ მიხვდნენ, რა გაქვს ჩაფიქრებული. ასე იყო ამ გოლის შემთხვევაშიც, ირბინე მარცხნივ, მარჯვნივ და ბურთი შენამდე მოვა"
ჯუდ ბელინგემზე
"ჩემს გოლში უდიდესი წვლილი ბელინგემს მიუძღვის, რომელმაც ბრწინვალე გადაცემა გამიკეთა. რამდენიმე პაუზის შემდეგ, მან შემამჩნია, რას ვაკეთებდი და საჭირო დროს, საჭირო ადგილას მომცა პასი"
მიზნები რეალთან ერთად
"ერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ რეალთან ერთად ჩემი მიზანი ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვეცდები, ყველა მატჩში მაქსიმუმი ჩავდო"