2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 1/8 ფინალში, ინგლისის ნაკრებმა მექსიკა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ლეგენდარულ აცტეკაზე ანგარიში 36-ე წუთზე ბელინგემმა გახსნა, რომელმაც 2 წუთში დუბლი გაიფორმა და ინგლისი ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. 42-ე წუთზე კინონესიმ სხაობა შეამცირა და პირველი ტაიმი დასრულდა. მე-60 წუთზე კეინმა თერთმემეტრიანი დარტყმით ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა, რომელსაც 69-ე წუთზე პენალტით ხიმენესლმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში, 3-2 დააფიქსირა.
მექსიკა 2-3 ინგლისი
გოლები: 0-1, 0-2 ბელინგემი (36', 38'), 1-2 კინონესი (42'), 1-3 კეინი (60'), 2-3 რ. ხიმენესი (69')
მუნდიალის 1/4 ფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ბრაზილიას 2-1 მოუგო.














