მატჩის საუკეთესო მოთამაშე ინტერ მაიამის არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი იყო, რომელმაც 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მესი გახდა MLS-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც ერთ მატჩში 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
გამოსარჩევია ლუის სუარესის თამაშიც. ურუგვაელმა თავდამსხმელმა ჰეთთრიკი შეასრულა. მესი-სუარესის საოცარმა თამაშმა კი ის დრო გაგვახსენა, როცა ბარსელონაში ბრწყინვალე დუეტს ქმნიდნენ და შეუჩერებლები იყვნენ.
12 ტურის შემდეგ, ინტერ მაიამის 24 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის უპირობო ლიდერია. ლეო მესის ანგარიშზე 10 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა. 10 გოლი აქვს გატანილი სუარესსაც, 3 პასთან ერთად.








