კარლეს ალენიამ განაცხადა, რომ თავისი ბარსელონური წარსულის მიუხედავად, ის მადრიდის რეალში გადასვლაზე უარს ვერ იტყოდა. ცნობისთვის, ალენია მშობლიური კლუბის აკადემიაში 2005-2016 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ კი ესპანელმა შუახაზელმა კატალონიელთა მთავარ გუნდშიც ითამაშა. 44 ჩატარებული მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" აღზრდილი ხეტაფეში გადავიდა.
"ბარსელონას აღზრდილ ფეხბურთელად და ამ გუნდის გულშემატკივრად დავრჩები ცხოვრების ბოლომდე, თუმცა რეალში გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი. მადრიდული კლუბი უდიდესია, მე კი დიადი მიზნებისთვის ბრძოლა მიყვარს. რატომ არის კატალონიური კლუბი კრიზისში? - ზედმეტად მაღალი მოთხოვნების გამო.
"ბლაუგრანას" ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც რეალმა სისტემატურად დაიწყო ტიტულების მოგება. ხავიც სწორედ ამ ყველაფერს შეეწირა", - განაცხადა 26 წლის უკანახაზელმა.