ესპანეთის სუპერთასის ფინალში ვიხილეთ საოცარი სანახაობა - ბარსელონამ მადრიდის რეალი 5:2 დაამარცხა. ანგარიში გახსნეს ლა ლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა, კილიან მბაპეს გატანილი ბურთით. შემდეგ კი დაიწყო "ბლაუგრანას" შოუ, 5 გოლი მე-2 ტაიმის დასაწყისისთვის: ლამინ იამალი, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია ბელოლი (დუბლი) და ალეხანდრო ბალდე.
56-ე წუთისთვის კატალონიელები დარჩნენ 10 კაცით, მას შემდეგ, რაც არბიტრმა ვოიცეხ შენსნი გააძევა. ცოტა ხანში კი "სამეფო კლუბის" მხრიდან მე-2 ბურთი როდრიგო გოესმა გაიტანა. ამ ყველაფრის მიუხედავად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება და მოგება. ესპანეთის სუპერთასი კამპ ნოუს ბინადრებს რჩებათ.