გასული წლის მსგავსად, საქართვლოს ევროპული გრანდების ლეგენდები წელსაც ეწვევიან. ამჯერად, კატალონიის ბარსელონა.
Sports Orient-ის ორგანიზებით, კატალონიური კლუბის ლეგენდები თბილისს 16 მაისს ესტუმრებიან.
"ბარსელონას ლეგენდები თბილისში! საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება და Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული ბარსელონა ესტუმრება!
კატალონიური გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ ბრუნდება. GEO 11-ისა და Barça Legends-ის ამხანაგურ შეხვედრას 16 მაისს დინამო არენა უმასპინძლებს", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოს უკვე ესტუმრნენ ინტერისა და მილანის ლეგენდები. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება ბარსას ლეგენდების შემადგენლობა.