ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის რეალმა ბარსელონაში ესპანიოლი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სტუმრების მხრიდან ორივე გოლი ვინისიუს ჟუნიორმა შეაგდო. "სამეფო კლუბი" აღნიშნული მოგებით აგროვებს 77 ქულას და პრიმერა დივიზიონის ლიდერ ბარსელონასთან ჩამორჩენის აღმოფხვრის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
ლა ლიგის შემდეგ ტურში გაიმართება სწორედ ელ კლასიკო და იმ შემთხვევაში, თუ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრები დაკარგავენ ქულებს, კატალონიელთა ჩემპიონობას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.
ესპანიოლი 0:2 რეალი
გოლები: ვინისიუს ჟუნიორი 55', 66'.








