მას შემდეგ, რაც სასამართლომ დანი ალვეში სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 4,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ბარსელონამ ფეხბურთელი ლეგენდების სიიდან ამოიღო.
ამჟამად, კატალონიური კლუბის საიტზე 102 ლეგენდარული ფეხბურთელია წარმოდგენილი, თითოეული ბარსელონაში თამაშობდა, თუმცა აღნიშნულ სიაში 40 წლის ბრაზილიელი აღარ იძებნება.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში ბარსელონაში 2008-16 წლებში ასპარეზობდა და ჩატარებულ 408 შეხვედრაში, 22 გოლთან ერთად 105 საგოლე გადაცემა გაიფორმა. მან ბლაუგრანასთან ერთად 23 ტიტული მოიგო.