ესპანეთის თასის 1/8 ფინალში, კატალონიის ბარსელონამ ბეტისს უმასპინძლა, მეტოქე 5-1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
კატალონიელთა მხრიდან აღნიშნულ მატჩში მეტოქის კარი გავიმ, კუნდემ, რაფინიამ, ტორესმა და იამალმა აიღეს, ხოლო სტუმრებიდან პრესტიჟის გოლი ვიტორ როკემ გაიტანა.
ჰანსი ფლიკის გუნდის მეტოქე კოპა დელ რეის 1/4 ფინალში წილისყრის შედეგად გაირკვევა, რომელიც 20 იანვარს ესპანეთს ფეხბურთის ფედერაციის სათავო ოფისში ჩატარდება.