ბლაუგრანას ხელმძღვანელობა ახალი ბრენდის შექმნას აპირებს, რომელიც მაისურებს დაამზადებს და შესაბამისად, შემოსავლების 100% ბარსელონას დარჩება.
ჟოან ლაპორტა უკვე ეძებს კომპანიას, რომელიც კლუბს ახალი ბრენდის და მაისურების დიზაინის შექმნაში დაეხმარება. მთავარი პრობლემა კი ნაიკთან კონტრაქტის გაწყვეტა იქნება, რომელიც 2028 წლამდეა აქტიური.










