ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ თავისი თანამემამულის, ბრედლი ბარკოლას პრემიერ ლიგაში გადასვლაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბარკოლა პსჟ-დან ლივერპულში 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
"ბარკოლას ტრანსფერთან დაკავშირებით მთავარი კითხვა ის არის, როგორ აპირებს გუნდი მის გამოყენებას? უპირატესობა მიანიჭონ ერთი-ერთზე სიტუაციებს თუ გამოიყენონ კონტრ-შეტევებზე? - რადგან ის ელვისებურად სწრაფია.
თუ ბარკოლას დაცვაშიც გამოიყენებენ, შეიძლება მის თამაშზე უარყოფითად იმოქმედოს. ბოლოს რასაც ვიტყოდი, ბარკოლას ერთ რჩევას მივცემ - გააუმჯობესოს ფინიშინგი, დახვეწოს დარტყმა და თუ მომენტების გამოყენებას ისწავლის, მისი შეჩერება ბევრ გუნდს გაუჭირდება", - განაცხადა ანრიმ.













