ბაიერნში ტრავმების ეპიდემია გრძელდება — ბუნდესლიგის ბოლო ტურში, სადაც ერთმანეთს "რეკორდმაისტერი" და სტ. პაული დაუპირისპირდნენ, ვენსან კომპანიმ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგა. საუბარია, ჰიროკი იტოზე, რომელმაც ფეხის თითი კიდევ ერთხელ მოიტეხა, რის გამოც საკუთარ გუნდს რამდენიმე თვე ვერ დაემხარება.
ჰიროკი იტოს გარდა ტრავმები აწუხებთ დაიო უპამეკანოს, მანუელ ნოიერს, ალფონსო დევისს, ალექსანდარ პავლოვიჩსა და კინგსლი კომანს.
შეგახსენებთ, ვენსან კომპანის გუნდი 27 ტურის შემდეგ, 65 ქულით, ბუნდესლიგის ლიდერია. "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგაზეც აგრძელებს ასპარეზობას — მიუნხენური გუნდის მეტოქე 1/4 ფინალში ინტერი იქნება.