უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში, სადაც ერთმანეთს საფრანგეთი და ხორვატია დაუპირისპირდნენ, "მამლების" დაცვის ლიდერმა დაიო უპამეკანომ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო. ბაიერნის 26 წლის ფეხბურთელმა დაზიანება მუხლზე მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს დაახლოებით 6 კვირა ვერ დაეხმარება.
დაიო უპამეკანოს გარდა ტრავმები აწუხებთ მანუელ ნოიერს, ალფონსო დევისს, ალექსანდარ პავლოვიჩსა და კინგსლი კომანს.
შეგახსენებთ, ვენსან კომპანის გუნდი 26 ტურის შემდეგ, 62 ქულით, ბუნდესლიგის ლიდერია. "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგაზეც აგრძელებს ასპარეზობას — მიუნხენური გუნდის მეტოქე 1/4 ფინალში ინტერი იქნება.