შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს — მე-15 წუთზე თავი კეინმა გამოიჩინა და პირველი ტაიმი რეკორდმაისტერმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
შესვენების შემდეგ მიუნხენელებმა მალევე გაზარდეს სხვაობა. 54-ე წუთზე ფრაიბურგის კარი კიმმა აიღო, ხოლო 68-ე წუთზე გინტერმა ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.
19 მატჩის შემდეგ ბაიერნს 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში რეკორდმაისტერი საკუთარ მოედანზე ჰილშტაინ კილს უმასპინძლებს.







![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)




