გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში, მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე უნიონ ბერლინი მიიღო და მეტოქე მარტივად, 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში მე-15 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა, ხოლო 43-ე წუთზე კინგსლი კომანმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დებიუტში, 51-ე წუთზე, კეინმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.
9 მატჩის შემდეგ, ბაიერნს 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. კომპანის გუნდი მომდევნო ტურში ზანქტ პაულს ესტუმრება.