2023 წლის 1 სექტემბერს ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ბაიერნი ჟოაო პალინიას დამატებას კვლავ ცდილობს. ვინსან კომპანის და ფულემის 28 წლის ნახევარმცველს შორის საუბარი უკვე შედგა. პორტუგალიელს "რეკორდმაისტერში" გადასვლა ისევ სურს და იმედს იტოვებს, რომ გუნდები შეთანხმებას, ამჯერად მაინც მოახერხებენ.
მხარეებს შორის პირად კონტრაქტზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, ახლა დარჩენილია სატრანსფერო თანხის შეთანხმება, რაც დიდი შანსია, რომ დროის ამბავი იყოს. ფულემი ფეხბურთელს წინა წელთან შედარებით, საკმაოდ დაბალ ფასად აფასებს. ზაფხულის წინა სატრანსფერო ფანჯარაზე, მხარეები დაახლოებით €65-მილიონიან გარიგებასთან იწყვნენ ახლოს, ჟოაომ მიუნხენში სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, თუმცა ტრანსფერი მაინც არ შედგა. დღეს კი განსხვავებული მოცემულობაა, ფულემი დაახლოებით €40-45 მილიონს ითხოვს, რაც ბაიერნისთვის სრულიად მისაღები თანხაა.
მხარეები ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ, გერმანულ გრანდში სჯერათ, რომ გარიგება აუცილებლად შედგება. კომპანი პალინიას მოლოდინშია.