ლეგენდარულმა ლოთამ მათეუსმა ბუნდესლიგის მოახლოებული სეზონის შესახებ ისაუბრა. ყოფილი ნახევარმცველის აზრით, ჩემპიონობის ფავორიტად კვლავ ლევერკუზენის ბაიერი რჩება. მიუნხენის ბაიერნი კი, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს მოქმედი ჩემპიონების შესასუსტებლად. როგორც ვიცით, "რეკორდმაისტერი" ჯონათან ტას გადმობირებას ცდილობს.
"ბუნდესლიგის მოგების ფავორიტად კვლავ ლევერკუზენი რჩება. დაუმარცხებელი სერია აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ ამ გუნდს შენარჩუნებული აქვს ის უპირატესობა, რომელიც გასულ სეზონში ჰქონდა. ბაიერი აღემატებოდა ბაიერნსა და დორტმუნდს, მოახლოებულ სეზონშიც იგივე სიტუაცია იქნება. ეს ჩემი აზრია.
მიუნხენელები ცდილობენ "ფარმაცევტების" შესუსტებას, ტას გადმობირების მცდელობა სწორედ ამის მანიშნებელია. ობიექტურად, მათ ეს ფეხბურთელი არაფერში სჭირდებათ. შესაძლოა, დარჩეს დე ლიგტი, ამის გარდა, "რეკორდმაისტერს" ჰყავს დაიერი, უპამეკანო, კიმი და სტანიშიჩი. ჯონათანის ადგილი ბავარიაში არ არის", - განაცხადა ყოფილმა გერმანელმა შუახაზელმა.