ბაიერნი ჰანსი ფლიკის დაბრუნებაზე მუშაობს, ეს ინფორმაცია 100% დადასტურდა! მიუნხენური გრანდი ძველ მეგობარს რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და როგორც ჩანს, 59 წლის სპეციალისტიც სერიოზულად განიხილავს ამ შეთავაზებას.
მას შემდეგ რაც ბაიერნს რამდენიმე მწვრთნელმა უთხრა უარი, უფროსობა ჰანსი ფლიკის კანდიდატურას მიუბრუნდა. მხარეებს შორის უკვე რამდენიმე დღეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, საკმაოდ დიდი შანსია რომ შეთანხმებაც შედგეს. ბაიერნში სხვა კანდიდატებსაც განიხილავენ, თუმცა ფლიკი ახლა #1 სამიზნეა.
ასევე განიხილება მიროსლავ კლოზეს დაბრუნებაც, რომელსაც ფლიკის ასისტენტობას სთავაზობენ.
გერმანელი მწვრთნელი "რეკორდმაისტერში" 2019-2021 წლებში მუშაობდა, ამ პერიოდში გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო.