უკრაინის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გეორგი სუდაკოვმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, მატჩი გაიმართება 16 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე. ამ გუნდების პირველი თამაში დასრულდა "ლურჯ-ყვითელთა" მინიმალური გამარჯვებით, 1:0.
"საქართველოს ჰყავს ძლიერი ნაკრები, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. როდესაც ვიყავი 15-წლამდელთა ეროვნულ გუნდში, "ჯვაროსნების" წინააღმდეგ პირველად ვითამაშე. დღეს, ჩემი თანაგუნდელი შახტარში არის აზაროვი, რომელთანაც ოთახს ვიყოფ. მან მომიყვა, თუ როგორი საოცარი ატმოსფეროა ბათუმის სტადიონზე მატჩის დროს.
ასევე ვესაუბრე გოჩოლეიშვილსაც, რომელიც ასევე თამაშობდა დონეცკში. ვაცნობიერებთ, თუ როგორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავიღოთ", - განაცხადა უკრაინელმა გამთამაშებელმა.