თბილისში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" ოფიციალურად საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
გახსნის ცერემონიის ფარგლებში, სტუმრებს სიტყვით მიმართესსფფ-ის პრეზიდენტმალევან კობიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმამიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმაკახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. ასევე ფიფას წევრი ასოციაციების რეგიონულმაკოორდინატორმამარკო ფერიმ და უეფას ნაციონალური ასოციაციების დირექტორის მოადგილემ ტიერიფავრმა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები,ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, მიხეილ მესხის ოჯახის წევრები დაყოფილი "ავაზელები" - ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები.მიხეილ მესხის სახელობის სკოლის აღსაზრდელებმაკი, გახსნის ცერემონიის ფარგლებში ღია ვარჯიში გამართეს.
კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სტანდარტული მოედანი ტრიბუნითდა განათებით, ასევე მინი მოედანი ტრიბუნით,განათებით და ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. აღნიშნული ტერიტორია 2022 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქალაქ თბილისის მერიისგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა.
პროექტი ფიფას პროგრამაFORWARD-ისუეფას პროგრამა HatTrick-ისადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.
დიღმის მასივის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა თბილისის ხუთ უბანში. მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე.ასევე ფოთში, რუსთავში, სამტრედიაში, ქუთაისში, რუხში, ლაგოდეხსა და გვიმბალაურში.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია







