კოპა დელ რეის ფინალში მადრიდის ატლეტიკო სან სებასტიანის რეალი სოსიედადთან დამარცხდა. ძირითადი დრო დასრულდა ფრედ, ანგარიშით 2:2, პენალტების სერიაში კი მოგებულები ბასკები გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ "როხიბლანკოსმა" პირველი ორი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.
პენალტი ჯერ ზუსტად ვერ შეასრულა ალექსანდერ სორლოთმა, შემდეგ კი ხულიან ალვარესმა. ამის გარდა, დიეგო სიმეონეს გუნდი ძირითად დროში 2-ჯერ აგებდა. მეტროპოლიტანოს მკვიდრებს ელით 2 შეხვედრა პრიმერა დივიზიონში, შემდეგ კი 1/2 ფინალური დუელი ლონდონის არსენალთან.
ატლეტიკო 2:2 (პენ. 3:4) სოსიედადი
გოლები: 0:1 ანდერ ბარენეჩეა 1', 1:1 ადემოლა ლუკმენი 18', 1:2 მიკელ ოიარსაბალი 45+1, 2:2 ხულიან ალვარესი 83'.



![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)








