როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ლივერპული შინ ბერგამოს ატალანტასთან განადგურდა (0:3). ეს იყო მერსისაიდელების რიგით მე-5 საშინაო წაგება ევროთასებზე იურგენ კლოპის ეპოქაში. საინტერესო ფაქტი: 5-დან 2 მარცხი ინგლისურ გუნდს სწორედ "შავ-ლურჯებმა" აგემეს.
გავიხსენოთ ხუთივე შეხვედრა - 2019/2020 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, "წითლები" დამარცხდნენ მადრიდის ატლეტიკოსთან, ანგარიშით 2:3. 2020-2021 წლების სეზონი, ისევ ჩემპიონთა ლიგა და პირველი წაგება ატალანტასთან, ანგარიშით 0:2. ერთი წლის შემდეგ, იყო 0:1 მილანის ინტერთან და კიდევ ერთი წლის შემდეგ, 2:5 მადრიდის რეალთან.
მეხუთე მარცხი კი ენფილდელებმა როგორც ავღნიშნეთ კვლავ ბერგამოელებთან განიცადეს. ამის გარდა, ისტორიაში არსებობს სამი გუნდი, რომელმაც ლივერპულის საშინაო არენაზე ევროსარბიელზე მინიმუმ ორი მატჩი მოიგო. "სამეფო კლუბი", ბარსელონა და "შავ-ლურჯები". ერთი სიტყვით, ლომბარდიელებმა ისტორია დაწერეს. ბოლოს ის 5 მატჩი:
2019/2020 - ლივერპული-ატლეტიკო 2:3
2020/2021 - ლივერპული-ატალანტა 0:2
2021/2022 - ლივერპული-ინტერი 0:1
2022/2023 - ლივერპული-რეალი 2:5
2023/2024 - ლივერპული-ატალანტა 0:3