დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი 1/8 ფინალური მატჩი, სადაც ასტონ ვილა ბრიუგეს ესტუმრა და მეტოქე 3-1 დაამარცხა.
შეხვედრის ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე გახსნეს — მე-3 წუთზე თავი ბაილიმ გამოიჩინა. მე-12 წუთზე დე კუიპერმა გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
შესვენების შემდეგ, ინგლისელებმა ორი გოლი გაიტანეს და 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. 82-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში მეხელემ ჩაჭრა, ხოლო 88-ე წუთზე მეტოქის კარი ასენსიომ აიღო და საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.